ყველიანი კექსი კეფირზე მომზადებული „შაბათური“. წარმოუდგენლად გემრიელია

443

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ყველიან კექსს, რომლის ცომიც წარმოუდგენლად გემრიელია. ახლა ხშირად მოვამზადებ და თქვენც გირჩევთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 200 მლ 1%–იანი კეფირი
  • 5 ს/კ მთელი მარცვლეულის ფქვილი
  • 150 გრ ყველი
  • ½ ჩ/კ სოდა
  • 10 გრ მწვანე ხახვი
  • 10 გრ მწვანილი (გემოვნებით)
  • ნიორი გემოვნებით
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ყველი გახეხეთ, სასურველია, წვრილად, მაგრამ მსხვილადაც შეიძლება. ყველს კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ. კეფირი დაასხით, დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ.
  2. ახლა ფქვილი–სოდის ნარევი დაუმატეთ, ოღონდ ნაწილ–ნაწილ, სანამ საშუალო სისქის არაჟნის მსგავს ცომს არ მიიღებთ.
  3. ცომი დაახლოებით 15 წუთით გააჩერეთ.
  4. ცომი კექსის ფორმებში ან ერთ პეროგის ფორმაში ჩაასხით. კექსის ფორმები ცომით ნახევრად გაავსეთ, რადგან ცხობის დროს გაიზრდება და მთელ მოცულობას დაიკავებს.
  5. ზუსტად 10-12 კექსი გამოვა.
  6. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ. ახლა გაგრილებას დაელოდეთ, ფორმებიდან გამოიღეთ და სუფრაზე გაიტანეთ.
  7. გემრიელად მიირთვით!