ყველაფერი, რაც იდეალური კერძისთვის არის საჭირო: პური, ტაფა და 15 წუთი

1959

ფაქტობრივად, არცერთ დიასახლისს არ აქვს სურვილი და არც ძალა, ტვინი იჭყლიტოს, თუ რა მოამზადოს ვახშმად. დღის განმავლობაში ძლიერ იღლები და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ დაანაყრო სწრაფად ოჯახის წევრები და დაისვენო.

ჩვენმა რედაქციამ მოიძია პურის პიცის რეცეპტი, რომელიც სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა ზედგამოჭრილი: სწრაფი, მარტივი და ბიუჯეტური. ამასთან, მის მომზადებას თქვენი მეუღლე ან ბავშვიც გაუმკლავდება.

ინგრედიენტები

  • 1 ც პური
  • 3 კვერცხი
  • 100 გრ მოხარშული ძეხვი
  • 1 ც პომიდორი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 100 გრ მდნარი ყველი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • ოხრახუში გემოვნებით

მომზადება

1. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი მწვანილთან და მარილთან. დაამატეთ პურის გულის ნატეხები. ათქვიფეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

2. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი, შემდეგ ცომი და შებრაწეთ ორივე მხრიდან.

3. დაუკელით ცეცხლს, წაუსვით ცომს მაიონეზი, დააწყვეთ დაჭრილი ძეხვი, პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი.

ეს ექსპრეს-რეცეპტი გიხსნით მაშინაც, როცა უეცრად სტუმრები დაგადგებიან თავს.მთავარია, მუდამ გქონდეთ პური და 15 წუთი თავისუფალი დრო. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!