ყველაზე ფერადი ზაფხულის დესერტი: ზომიერად ტკბილი და მაცოცხლებელი

1122

ზაფხულში მძიმე და კალორიული დესერტების მირთმევის სურვილი გიქრება. ცხელ დღეებში დესერტი მსუბუქი და მაცოცხლებელი უნდა იყოს და სიამოვნება მოგგვაროს. ამ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება ჩიზქეიქი და თუკი მაგას ერთ-ორ საზაფხულო ინგრედიენტს დაუმატებთ, ნამდვილ შედევრს მიიღებთ.

ჩიზქეიქი ხილისა და კენკრის შიგთავსითა და ჟელეთი გახლავთ დესერტი, რომელიც ყოველდღიურად ახარებს. ის იმდენად ლამაზად გამოიყურება, რომ სადღესაწაულო სუფრასაც დაამშვენებს. მოამზადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 100 გრ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 150 გრ ხაჭო
  • 50 მლ ნაღები
  • 20 გრ ჟელატინი
  • 1 ც კივი
  • 1 ც გრეიპფრუტი
  • 1 ც ფორთოხალი
  • 20 გრ მაყვალი
  • 250 გრ შაქარი

მომზადება

  1. ღრმა თასში შეასრისეთ გაცრილი ფქვილი და დარბილებული კარაქი. დაუმატეთ 100 გრ შაქარი, სოდა, კვერცხი, მოზილეთ ცომი და გააბრტყელეთ.
  2. მოათავსეთ ცომი ფორმაზე, გააბრტყელეთ, დააფინეთ პერგამენტი და დააყარეთ სიმძიმისთვის ბარდა. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
  3. ჩაალბეთ წყალში ჟელატინი. დააბლენდერეთ ხაჭო 100 გრ შაქართან ერთად.
  4. გაღვივებულ ჟელატინს დაასხით 200 მლ წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ.
  5. წაუსვით ხაჭოს კრემი გაცივებულ ფენას, ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი ხილი და მოასხით ჯელატინი. შედგით მაცივარში მთელი ღამით.

როცა ჟელე სრულად გაცივდება, შეგიძლიათ მიირთვათ ჩიზქეიქი ცივ ლიმონათან ან ყავასთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!