ყველაზე მარტივი შოკოლადის ორცხობილა. ძალიან გემრიელი და ფაფუკი!

442

გიზიარებთ უგემრიელესი ორცხობილის რეცეპტს. ძალიან გემრიელია და რაც მთავარია უმარტივესად მზადდება.

ინგრედიენტები

  • შაქარი 140გ
  • ფქვილი 180გ
  • კვერცხი 1 გული
  • მცენარეული ზეთი 30მლ (2,5 სუფრის კოვზი)
  • რძე 130მლ
  • კაკაო 25გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • მარილი

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი და მოურიეთ.
  2. ცალკე ჯამში გადაიტანეთ მიღებული მშრალი მასა და მოასხით თბილი რძე.
  3. დაუმატეთ ზეთი, კვერცხის გული და კარგად მოურიეთ.
  4. დარჩენილ მშრალ მასას დაუმატეთ კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი.
  5. დაუმატეთ მზა მასა და მოურიეთ.
  6. ცომი საკმაოდ წებოვანი უნდა გამოვიდეს.
  7. სამუშაო მაგიდაზე მოფანტეთ ფქვილი და მოათავსეთ ცომი.
  8. გააბრტყელეთ ცომი.
  9. ამოჭერით სასურველი ფორმები.
  10. ჩემი ფორმის დიამეტრი 4,5სმ.
  11. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე ორცხობილები.
  12. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!