ყველაზე მარტივი ორცხობილა, რამდენიმე წუთში

2181

რბილი და უგემრილესი ორცხობილა, რომელიც მარტივად მზადდება.

ეს რეცეპტი დროის უქონლობისას აუცილებლად დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 280გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 100გ
  • შაქარი 1/2 ჭიქა
  • არაჟანი 1 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ვანილი (სურვილისამებრ)

მომზადება

1.ჯამში ჩანგლით დაამუშავეთ დარბილებული კარაქი.

2.ჩადეხეთ კვერცხი და დაუმატეთ შაქარი.

3.დაუმატეთ არაჯანი და ჩანგლით კარგად მოურიეთ.

4.მოაყარეთ გაცრილი ფქვილი, ვანილი და გამაფხვიერებელი.

5.მოზილეთ რბილი ცომი, ჯერ ჯამში, ხოლო შემდეგ ფქვილიან მაგიდაზე.

6.მზა ცომი მოათვსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.

7.ხელით მოასწორეთ და ჩანგლით დაჩხვლიტეთ.

8.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!