ყვავილოვანი კომბოსტო კორეულად : სალათი, რომელიც ახალ გემოებს გაჩუქებთ

2112

ეს რეცეპტი კორეული კერძების მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ. ყველა ინგრედიენტი ნატურალურია დანამატების გარეშე.

სალათი მომზადებიდან მეორე დღეს მეტად გემრიელი, რადგან კომბოსტო იწოვს დანარჩენი ინგრედიენტების არომატებს და გემოებს.

მე ძალიან მიყვარს ეს სალათი და ხშირადაც ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტი 1 თავი
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • მწვანილი
  • ნიორი 3-4 კბილი
  • შაქარი 1,5 სუფრის კოვზი
  • წითელი წიწაკა 1/3 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა 1/2 ჩაის კოვზი
  • დაფქული შავი წიწაკა 1/2 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი არომატის გარეშე 6 სუფრის კოვზი
  • ძმარი 9% 2 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 სუფრის კოვზი (ან გემოვნებით)

მომზადება

კარგად გარეცხეთ კომბოსტო და დაანაწევრეთ.

დანაწევრებული კომბოსტო მოათავსეთ ცხელ წყალში და მოხარშეთ 5-7 წუთი. არ გადახარშოთ!

გადაასხით წყალი.

  1. წყალი კარგად გადაასხით და გააგრილეთ კომბოსტო.
  2. სტაფილო გახეხეთ მსხვილად.
  3. ბულგარული წიწაკა დაჭერით გრძლად და წვრილად.
  4. დაჭერით მწვანილი.
  5. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი.
  6. ხახვი დაჭერით მრგვლად.
  7. შეწვით ხახვი ტაფაზე.
  8. გაგრილებული კომბოსტო გადაიტანეთ დიდ ჯამში, დაუმატეთ სტაფილო, მწვანილი და ბულგარული წიწაკა.
  9. დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და მოაყარეთ წითელი წიწაკა.
  10. შემდეგ დაუმატეთ პაპრიკა, მარილი, შავი წიწაკა, შაქარი, ქინძი და მოასხით ძმარი.
  11. მოურიეთ ხელით (გაიკეთეთ ხელთათმანი აუცილებლად).
  12. მოურიეთ ფრთხილად, რათა კომბოსტო არ დაიშალოს.
  13. მოათავსეთ რამდენიმე საათით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!