ყვავილოვანი კომბოსტოს მსუბუქი და სასარგებლო წვნიანი

2240

ახალი წლის გადატვირთული დღეების შემდეგ, ღვიძლს და კუჭს ნამდვილად სჭირდება შემსუბუქება და ხელის მიშველება. ეს მსუბუქი ყვავილოვანი კომბოსტოს წვნიანი ყველას ესიამოვნება ზამთრის ცივ დღეებში.

ინგრედიენტები:

  • 250 გ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1 ცალი დიდი ტკბილი წიწაკა
  • (სასურველია წითელი)
  • 1 ცალი სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1 კონა სხვადასხვა მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, კამა და სხვა)
  • ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი
  • ლიმონის წვენი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ ყვავილედებად და ჩავყაროთ მდუღარე ბულიონში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი  სტაფილო და წიწაკა.
  2. როცა მოიხარშება, დავუმატოთ ნიორი და ზეთში მოშუშული, წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და წიწაკა.
  3. მასა მსუბუქად ავთქვიფოთ ბლენდერით და სურვილისამებრ გავათხელოთ წყლით ან ბულიონით  სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.
  4. წვნიანი ერთხელ წამოვადუღოთ და სუფრაზე ლიმონის წვენთან ერთად მივიტანოთ.