ყაბაყის გალეტა ამ ზაფხულის ნამდვილი ჰიტია – მეტი, ვიდრე უბრალო ბოსტნეულის ღვეზელი

1287

ფრანგები მას გალეტას უწოდებენ და ორიგინალური ხემსის სახით მიირთმევენ. თავიდან გალეტა დესერტს წარმოადგენდა ხილისა და კენკრის შიგთავსით. მაგრამ მაღალი სამზარეულოს მზარეულებმა ერთი ინგრედიენტი ჩაანაცვლეს და ღვეზელმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. გთავაზობთ მოამზადოთ ყაბაყის ღვეზელი ფრანგული ორიგინალური რეცეპტით.

თუ ინსტრუქციას მიჰყვებით, მიიღებთ ნამდვილ კულინარიულ შედევრს. ყაბაყის ღვეზელი – მსუბუქი ნამცხვრების ვარიანტია – დაბალკალორიული და ძალიან გემრიელი.

ინგრედიენტები

  • 150 გრ ფქვილი
  • 115 გრ კარაქი
  • 60 გრ არაჟანი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 კბ ნიორი
  • 115 გრ ყველი რიკოტა
  • 50 გრ პარმეზანი
  • 25 გრ მოცარელა
  • 2 ც ყაბაყი
  • 1 ს.კ. ბაზილიკი
  • 1 კვერცხის გული
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. შედგით მაცივარში ფქვილი და კარაქი 30 წუთით.

2. შეურიეთ ფქვილი და მწიკვი მარილი, დაუმატეთ დაჭრილი კარაქი და კარგად დასრისეთ.

3. ცალკე შეურიეთ არაჟანი, ლიმონის წვენი და წყალი. დაუმატეთ ფქვილის ნაზავს და მოზილეთ ცომი. შეახვიეთ პოლიეთილენში და შედგით მაცივარში 1 საათით.

4. დაჭერით ყაბაყი თხლად, დაუმატეთ მარილი და დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ კარგად გაამშრალეთ.

5. შეურიეთ ზეითუნის ზეთი და წვრილად დაჭრილი ნიორი.

6. ცალკე შეურიეთ რიკოტა, გახეხილი პარმეზანი და მოცარელა, ზეთისა და ნივრის ნაზავი და ბაზილიკი.

7. გააბრტყელეთ 30 სმ დიამეტრის ცომი. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, გადაიტანეთ ცომი. მოათავსეთ ყველის ნაზავი, კუთხეებში დატოვეთ 5 სმ თავისუფალი სივრცე. წრიულად დაალაგეთ ყაბაყი. მოასხით დარჩენილი ზეითუნის ზეთისა და ნივრის ნაზავი. კუთხეები ამოაბრუნეთ, წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.

8. გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში.

უგემრიელესი გალეტა მზადაა! გამოიღეთ ღუმელიდან, გააჩერეთ 5 წთ, შემდეგ დაჭერით ულუფებად და გემრიელად მიირთვით! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!