ყაბაყის ამ ბუტერბროდებს დიეტოლოგი მირჩევს: ვტკბები გემოთი და წონაშიც ვიკლებ

1760

სანამ ყაბაყის სეზონი გრძელდება, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი. კერძები რომ არ მოგვბეზრდეს, უნდა გავამრავალფეროვნოთ მენიუ. ამჯერად გთავაზობთ მოამზადოთ ყაბაყის გემრიელი ბუტერბროდები, რომლებიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს და ყოველდღიურ ხემსადაც კარგია.

უბრალოდ, მოამზადეთ ინგრედიენტები და გამოაცხვეთ ღმელში. თუ საფანელი არ გაქვთ, შეგიძლიათ ღუმელში გამომცხვარი პურის ნამცეცები გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 3 ც ყაბაყი
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 70 გრ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭ საფანელი
  • 200 გრ პარმეზანი
  • 1 ჩ.კ. წყალი
  • პროვანსული ბალახები გემოვნებით
  • ნივრის ფხვნილი გემოვნებით
  • პაპრიკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით გარეცხილი ყაბაყი სიგრძეზე თხლად.

2. მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 20 წუთით.

3. დაწურეთ ყაბაყი, წაუსვით პროვანსული სუნელები. დაჭერით ყაბაყის ზომის თხელ ნაჭრებად მაგარი ყველი. მოამზადეთ ბუტერბროდები: ყაბაყი, ზემოდან 2 ნაჭერი ყველი და კვლავ ყაბაყი.

4. ათქვიფეთ კვერცხი და წყალი. ცალ-ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ ფქვილი, საფანელი და გახეხილი პარმეზანი, პაპრიკა და ნივრის ფხვნილი.

5. ამოავლეთ ბუტერბროდები ჯერ ფქვილში, მერე კვერცხში, ბოლოს კი საფანელის ნაზავში. შედგით 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.

ხემსი საოცრად არომატული და გემრიელი გამოდის. ინგრედიენტების საუცხოო ნაზავს გვერდს ვერავინ აუვლის. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპი მეგობრებს!