ღუმელში მომზადებული ნატურალური ძეხვი გარსის გარეშე

1197

დღევანდელი ხორცის ხემსის რეცეპტს საფუძვლად ამერიკული მითლოფი უდევს. ორიგინალურ რეცეპტში ხორცის ფარშს მართკუთხა ფორმაზე აბრტყელებენ, ტომატის სოუსს უსვამენ და ისე აცხობენ. ხანდახან მოხარშულ კვერცხსა და ბოსტნეულსაც ამატებენ.

“გასტრონომია” გთავაზობთ მოამზადოთ ეს შესანიშნავი კერძი შინაურ პირობებში. ძეხვის მოსამზადებლად ნაწლავების დატენვა და დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. უბრალოდ შეახვიეთ ფარში რამდენიმე ფენა პერგამენტში.

მნიშვნელოვანია! ფარშში არ ვამატებთ კვერცხს და პურს. ტექსტურა რომ ერთგვარი გამოვიდეს, ფარში უნდა დაიბეგვოს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ღორის ფარში
  • 300 გრ საქონლის ფარში
  • 100 გრ ქამა სოკო
  • 2 ს.კ. მაგარი ყველი
  • 150 გრ მოცარელა
  • 1 ს.კ. ოხრახუში
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიეთ ორივე ფარში, დაუმატეთ დაჭრილი ქამა სოკო, მარილი, პილპილი, გახეხილი მაგარი ყველი, დაჭრილი მწვანილი და კარგად მოურიეთ.

2. კარგად დაბეგვეთ ფარში. მოათავსეთ პერგამენტზე და მართკუთხად გააბრტყელეთ. ცენტრში მოათავსეთ დაჭრილი მოცარელა.

3. დაახვიეთ რულეტად და დაამაგრეთ კუთხეები ისე რომ გამოცხობისას ყველი არ გადმოვიდეს.

4. შეახვიეთ რულეტი კიდევ 2 ფენა პერგამენტში. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით. მზა რულეტი გააცივეთ და შედგით მაცივარში 2-3 საათით.

მსგავსი რულეტი 100%-ით ნატურალურია და მაღაზიაში ნაყიდ ძეხვეულზე ბევრად გემრიელი. თუ ხორცი უცხიმოა, შეგიძლიათ 100-200 გრ ქონი დაამატოთ გაუზიარეთ ეს რეცეტი მეგობრებს!