ღუმელში გამომცხვარი ხორციანი ღვეზელი ძველი, დროში გამოცდილი რეცეპტით

160

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ღუმელში გამომცხვარი ხორციანი ღვეზელის რეცეპტს. სულ რაღაც ნახევარ საათში მზად იქნება. მოცემული ინგრედიენტებით 6 ცალი ღვეზელი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 2 ქათმის კვერცხი
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ–ზე ცოტა მეტი მარილი
  • 0,5 ლ კეფირი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 700 გრ ფქვილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 0,5 კგ ხორცის ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 200 მლ წყალი
  • 1 კარტოფილი

მომზადების წესი:

  1. თავდაპირველად, შიგთავსი მოამზადეთ. ხახვი წვრილად დაჭერით და მზესუმზირას ზეთში შეწვით. ფარში დაუმატეთ და შეწვით, სანამ სითხე არ აორთქლდება. გახეხილი კარტოფილი დაუმატეთ. მარილი და დაფქული შავი წიწაკა მოაყარეთ. აურიეთ და ერთად 5 წუთით თუშეთ. კარტოფილის დახმარებით შიგთავსი არ გამოშრება.
  2. ცომი მოზილეთ. 2 კვერცხი ათქვიფეთ, მარილი და შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. ნახევარი ლიტრი კეფირი დაასხით და კვლავ აურიეთ. სოდა და მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. ახლა ფქვილი დაუმატეთ და ელასტიური და მოქნილი ცომი მოზილეთ.
  3. ღვეზელი გააკეთეთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე ნაკერით ქვემოთ დააწყვეთ. ღვეზელს ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით აცხვეთ.
  4. გემრიელად მიირთვით!