ღუმელში გამომცხვარი ფარშირებული ყაბაყი

დღეს ფარშირებული ყაბაყის უგემრიელეს რეცეპტს შემოგთავაზებთ, მას კარტოფილთან ერთად მოვამზადებთ და ღუმელში გამოვაცობთ.

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი – 4 ცალი
  • ხახვი – 1 ცალი
  • ნიორი – 2 კბილი
  • მაგარი ყველი – 100 გრამი
  • ოხრახუში – 10 გრამი
  • შავი წიწაკა – გემოვნებით
  • საქონლის ფარში – 300 გრამი
  • კარტოფილი – 600 გრამი
  • არაჟანი – 100 გრამი
  • მზესუმზირის ზეთი – 50 მილიგრამი
  • მარილი – გემოვნებით
  • პაპრიკა – გემოვნებით

მომზადების წესი

1. ყაბაყი გარეცხეთ, ბოლოები მოაჭერით. ნაყოფი 3-4 ერთნაირ ნაწილად დაჭერით. კოვზით ან დანით რბილობი მოაცალეთ, ისე, რომ კანები არ დაუზიანოთ.
2. მიღებულ გროლებს მარილი და პილპილი მოაყარეთ ყველა მხრიდან და გადადევით, მათ მოგვიანებით გამოვიყენებთ. ხორცის ფარში (შეგიძლიათ ნებისმიერი ფარში აირჩიოთ) დაჭრილ ხახვთან აურიეთ.
3. ფარშს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, წიწაკა, დაჭრილი მწვანილი და სუნელები გემოვნებით. ინგრედიენტები კოვზით გადაურიეთ და პატარა ბურთულები მოამზადეთ. ეს ბურთულები კი ყაბაყის რგოლებში მოათავსეთ.

4. კარტოფილი გათალეთ, დაჭერით და გარეცხეთ. ყაბაყის რბილობთან ერთად კარტოფილი ფოლგიან ჟარუნაზე მოათავსეთ. შეაზავეთ სუნელებითა და მარილით და ზეთი მოასხით. კარგად აურიეთ.
5. კარტოფილებს შორის ყაბაყის ფარშიანი რგოლები ჩადგით. ფარშს ზემოდან არაჟანი და გახეხილი ყველი დაადევით. კერძს ფოლგა გადაფარეთ და ღუმელში შედგით.
6. ყაბაყი ჯერ 180 გრადუს ტემპერატურაზე ამზადეთ 1 საათით განმავლობაში. შემდეგ გახეხილი ყველი მთელ კერძს მოაყარეთ და იმავე ტემპერატურაზე კიდევ 10 წუთი აცხვეთ.

კერძი უბრალოა მაგრამ ძლაინ ნოყიერი და გემრიელია. გემრიელად მიირთვით!