ღუმელში გამომცხვარი ფარშირებული ბულგარული წიწაკა წარმოუდგენლად გემრიელია

1504

წვნიანი და მადის აღმძვრელი კერძი გემრიელი შიგთავსით. რეცეპტი შეინახეთ!

ინგრედიენტები:

  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 150-200 გრ მოხარშულ-შებოლილი მკერდის ძვალი (შეგიძლიათ ძეხვით ჩაანაცვლოთ)
  • 2 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 პომიდორი
  • 200 გრ ხმელი ყველი
  • 1 კვერცხი
  • 150 ,მლ 10%-იანი ნაღები
  • მარილი, წიწაკა, ნებისმიერი სანელებელი გემოვნებით
  • 1 კონა მწვანე ხახვის ღერო
  • მცენარეული ზეთი ფორმაზე წასასმელად

მომზადების მეთოდი:

  1. კარტოფილი კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ, გააგრილეთ, გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
  2. ყველის ნაწილი გადადეთ, ის მოსართავად დაგჭირდებათ.
  3. ნაღები და კვერცხი ათქვიფეთ, მარილი, წიწაკა და საყვარელი სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ.
  4. მწვანე ხახვი გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით.
  5. სასალათეში გახეხილი კარტოფილი, მოხარშულ-შებოლილი მკერდის ხორცი, ყველი, დაქუცმაცებული მწვანე ხახვი აურიეთ.
  6. ათქვეფილი კვერცხი ნაღებთან ერთად დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ, შუაზე გაჭერით, თესლები და ტიხრები მოაშორეთ.
  7. პომიდორი გარეცხეთ და რგოლებად დაჭერით. ბულგარული წიწაკის ნახევარი ნაწილი მზა შიგთავსით კარგად ამოავსეთ. ზემოდან პომიდორის ნაჭერი დაადეთ.
  8. ცეცხლგამძლე ფორმას ცოტა მცენარეული ზეთი წაუსვით. 2-3 ს/კ წყალი დაუმატეთ.
  9. ფარშირებული ბულგარული წიწაკა ფორმაზე დააწყვეთ და ზემოდან ყველი მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით აცხვეთ.
  10. ღუმელში გამომცხვარ, მზა ფარშირებულ ბულგარულ წიწაკას სუფრაზე გატანის წინ შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი კამა დაუმატოთ.