ღუმელში გამომცხვარი ვაშლი კაკალთან ერთად: სასარგებლო და არომატული დესერტი 30 წუთში

1059

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელ და სასარგებლო დესერტს: გამომცხვარი ვაშლი კაკლით და ქიშმიშით. ასეთი გემრიელობა მთელი დღე შეგიძლიათ ჭამოთ! ლამაზი, გემრიელი და სასარგებლო!

ინგრედიენტები:

  • 5 ვაშლი
  • 50 გრ ქიშმიში
  • 40 გრ კაკალი
  • 60 გრ შაქარი
  • 30 გრ კარაქი
  • 200 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • ნაყინი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. დაქუცმაცებული კაკალი, ქიშმიში, შაქარი და დარიჩინი აურიეთ.
  2. ვაშლი გარეცხეთ, ერთი მხრიდან გული თესლებიანად ამოაჭერით.
  3. ჩაღრმავებაში შიგთავსი მოათავსეთ.
  4. საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. თითოეულ ვაშლს კარაქის ნაჭერი დაუმატეთ და ფორმაში ცხელი წყალი ჩაასხით.
  5. 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთით აცხვეთ.
  6. სუფრაზე ვაშლი სურვილისამებრ ნაყინის ბურთთან ერთად გაიტანეთ.
  7. გემრიელად მიირთვით!