ღორის ხორცის უგემრიელესი რულეტი

642

დღეს ჩვენ მოვამზადებთ ღორის ხორცის უგემრიელესი რულეტს.

ინგრედიენტები

  • 1კგ ღორის ხორცი
  • 4 კბილი ნიორი
  • 30მლ მცენარეული ზეთი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
  • სანელებლები ხორცისთვის

მომზადება 

1.კარგად გარეცხეთ ხორცი და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. დანით განაცალკევეთ ხორცი და კანი, ჩაჭერით რამდენიმე ადგილას.

2.წაუსვით ზეთი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ნიორი და სანელებლები ორივე მხრიდან.

3.დაახვიეთ რულეტისებურად და შეკარით ძაფებით.

4.მოათავსეთ რულეტი ცხელ ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან.

5.შეწვის შემდეგ შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-60 წუთი.

გემრიელად მიირთვით!