ღორის კისერი ქილებში

107

ეს რეცეპტი დაკავებული დიასახლისებისთვის არის შექმნილი. მათთვის ვისაც არ აქვს დრო სახლში მოამზადოს ხორცი. ქილაში მომზადებული ღორის კისერი ძალიან უხდება სენდვიჩებს და გარნირადაც კარგი ვარიანტია.

ინგრედიენტები

  • ღორის კისერი 2კგ
  • ნიორი 4 კბილი
  • მაიონარი 3 ჩაის კოვზი
  • ლუბისტკო 2 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 40გ

მომზადება

1.დაანაწევრეთ ხორცი, რათა მარტივად მოთავსდეს ქილაში.

2.ჯამში მოათავსეთ დაჭყლეტილი ნიორი, სანელებლები, მარილი და ამოავლეთ ხორცი კარგად.

მაცივარში შეინახეთ 2 დღე.

3.ამ დორის შემდეგ მოათავსეთ ქილებში ისე, რომ 1-1,5სმ თავისუფალი ადგილი დარჩეს ზემოდან.

4.დააფარეთ ქილებს თავსაფარი, ქვაბში ჩააფინეთ ტილო და გადაანაწილეთ ქილები. მოასხით წყალი და მოხარშეთ 2 საათი.

5.გააგრილეთ და შემდეგ შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!