ღორის ენისგან მომზადებული კერძი, რომელიც ამ პროდუქტზე აზრს შეგაცვლევინებთ

431

ამ კერძისათვის საჭრო ინგრედიენტებს ნებისმიერ სამზარეულოში აღმოაჩენთ. პროდუქტები ძალიან უბრალოა, მაგრამ რეცეპტი უნდა გაითვალისწინოთ და უნდა მიყვეთ ზედმიწევნით.

ინგრედიენტები

  • 3 ღორის ენა
  • სტაფილო
  • ხახვი
  • სურნელოვანი და მწარე წიწაკა
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • წყალი
  • მარილი
  • 25გ ჟელატინი
  • სტაფილო და მწვანილი

მომზადება

1.გარეცხეთ და დაჭერით ენა, მოათავსეთ ცივ წყალში. აადუღეთ და ხარშეთ ენა დაახლოებით 30 წუთი. ამოიღეთ ღორის ენა, გადაასხით წყალი.

2.ისვ ჩაასხით ქვაბში ცივი წყალი. მასში მოათავსეთ ენა, მარილი, ხახვი გარეცხილი, მაგრამ არა გარჩეული, გასუფთავებული სტაფილო, წიწაკა და დაფნის ფოთოლი. საშუალო ცეცხლზე მოხარშეთ ენა მომზადებამდე.

3.ამოიღეთ ხახვი და გადააგდეთ, სტაფილო გადაინახეთ. ენა მოათავსეთ ცივ წყალში. ბულიონი გამოწურეთ და დაუმატეთ ჟელატინი. დაჭერით და გაასუფთავეთ ენა.

4.ღრმა ფართე თეფშზე გადაანაწილეთ ენის ნაჭრები. მოასხით ბულიონის მასა. შეგიძლიათ გააფორმოთ მწვანილით ან სტაფილოთი.

ბულიონი გამოდის გამჭირვალე, ამიტომაც ძალიან კარგად ჩანს დეკორი.

გემრიელად მიირთვით!