ღვეზელი ღორის ხორცითა და ვაშლით

1124

მწყემსის ღვეზელი – ინგლისური სამზარეულოს დელიკატესია. წვნიანი ხორცი ბარდით, კარტოფილის პიურეს ქვეშ, იპყრობს გემოს რეცეპტორებსა და გულს გასინჯვისთანავე. თავიდან ეს კერძი განკუთვნილი იყო ღარიბებისათვის კრეძოდ – მწყემსებისათვის.

ხორცისა და კარტოფილის ღვეზელს ძალიან უხდება მჟავე ვაშლი. ის კერძს მატებს სიწვნიანეს, აძლიერებს არომატს და სასიამოვნოდ ჩრდილავს ღორის ხორცის გემოს. ეცადეთ გამოიყენოთ მკვრივი ვაშლი, რათა გამოცხობისას შეინარჩუნონ პირვანდელი ფორმა.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი- 700გ
  • რძე- 0,5 ჭიქა
  • კარაქი- 2 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი- 1 სუფრის კოვზი
  • ღორის ფარში- 500გ
  • ვაშლი- 400გ
  • სტაფილო- 1 ცალი
  • ხახვი- 1 ცალი
  • მარილი- გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული)- გემოვნებით
  • დაკონსერვებული სიმინდი- 100გ
  • ბარდა- 100გ
  • ყველი- 100გ
  • ქათმის ბულიონი- 0,5 ჭიქა
  • ბექონდარა- 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.გათალეთ კარტოფილი, დაჭერით და მოხარშეთ. გადაასხით წალი. დაუმატეთ რძე და კარაქი, დაჭყლიტეთ და აქციეთ პიურედ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

2.გაასუფთავეთ ხახვი და სტაფილო, დაჭერით წვრილ კუბიკებად და მოთუშეთ მცენარეულ ზეთში. დაუმატეთ ფარში, მოურიეთ. როდესაც ფარში გამუქდება, დაუმატეთ ბულიონი, ბექონდარა და წიწაკა, მოთუშეთ 7 წუთის განმავლობაში.

3.გათლილ ვაშლს მოაშორეთ თესლი და დაჭერით წვრილ კუბიკებად. მოათავსეთ ტაფაზე. დაუმატეთ სიმინდი და ბარდა. მოამზადეთ 3 წუთის განმავლობაში.

4.ცეცხლგამძლე ფორმაზე მოათავსეთ ტაფაზე არსებული მასა, ზემოდან წაუსვით კარტოფილის პიურე და მოაყარეთ გახეხილი ყველი. ღვეზელი გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

სწრაფი ღვეზელი ძალიან კარგი ვარიანტია ვახშმისათვის, მაგრამ ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება, რომ ნებისმიერ სადღესასწაულო მაგიდას დაამშვენებს. გემრიელად მიირთვით!