“ქოქოსის ღრუბელი”: უნაზესი დესერტი სულ რაღაც 15 წუთში

1365

ჩვენს ოჯახს უჩვეულოდ მიიჩნევენ, რადგან დესერტების მომზადებით მუდამ ჩემი ქმარი არის დაკავებული და ამ საქმეს არ მაკარებს. თუმცა, არის ერთი დესერტი, რომლის რეცეპტი მხოლოდ მე ვიცი.

ხანდახან უქმე დღეებზე ვამზადებ ამ მარტივ ტკბილეულს. ბავშვობაში მას “ქოქოსის ღრუბელს” ვუწოდებდით, რადგან უნაზესი, ჰაეროვანი და არომატული გამოდის.

ინგრედიენტები

  • 400 გრ იოგურტი
  • 60 გრ შაქრის პუდრი
  • 60 გრ ქოქოსის ფანტელი
  • 60 მლ წყალი
  • 20 გრ ჟელატინი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაასხით ჟელატინს წყალი და დატოვეთ სანამ არ გალღვება.
  2. ცალკე შეურიეთ იოგურტი, ქოქოსის ფანტელი, შაქრის პუდრი და ვანილი.
  3. ჟელატინი ბოლომდე დაადნეთ წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში, შემდეგ დაუმატეთ ქოქოსის მასაში და მოურიეთ.
  4. ჩაასხით მასა ფორმაში, დააფარეთ საკვების ცელოფანი და შედგით მაცივარში 2 საათით.

დაჭერით მზა დესერტი მცირე ულუფებად. სურვილისამებრ მირთმევამდე ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში, მოასხით შესქელებული რძე ან მურაბა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!