ქაშაყი შავი ქლიავით და ნიგვზით

379

დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ მარტივი ინგრედიენტებისგან საოცრად გემრიელი კერძის შექმნა შეიძლება,

ეს რეცეპტი ჩემმა მეგობარმა შეფ პოვარმა გამანდო, ნამდვილი სარესტორნო კერძია!

ინგრედიენტბი

  • ქაშაყი 2 ცალი
  • შავი ქლიავი 10ცალი
  • ნიგოზი 30გ
  • წითელი ხახვი 1 ცალი
  • დიჟონური მდოგვი 2 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 2 ჩაის კოვზი
  • ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში 20გ
  • წიწაკების ნარევი გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ და დაანაწევრეთ თევზი, მოაშორეთ ფხები. დაჭერით ხახვი.

2.თუ ქლიავი მშრალია, მაშინ წინასწარ დაასველეთ.

3.მზა პროდუქტები მოათასვეთ თასში. დაუმატეთ ზეთი, მდოგვი, ლიმონის წვენი და დაჭრილი მწვანილი.

4.მოათვსეთ ღრმა ქილაში, მჭიდროდ დააფარეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში 5-6 საათი.