დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ქაშაყის კარაქი საშინაო პირობებში. ეს გახლავთ იდეალური წასასმელი სენდვიჩებისთვის, რომელიც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გასინჯოთ.
ქაშაყის კარაქი
ინგრედიენტები
- 350 გრ დამარილებული ქაშაყი
- 1 ც კვერცხი
- 200 გრ კარაქი
- 1 ჩ.კ. მდოგვი
- 2 ს.კ. ლიმონის წვენი
- ერთი კონა კამა
მომზადების წესი
1. დააბლენდერეთ ქაშაყის ფილე.
2. მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით და ღრმა თასში ჩანგლით დაჭყლიტეთ.
3. შემდეგ შეურიეთ კვერცხი დაბლენდერებულ ქაშაყს, დაუმატეთ მდოგვი და კარაქი.
4. მიღებულ მასას დაუმატეთ ლიმონის წვენი და ფრთხილად მოურიეთ ინგრედიენტებს.
5. დაჭერით კამა. სამუშაო მაგიდაზე დააფინეთ ფოლგა და კამა მასზე გადაანაწილეთ, ზემოდან კი ქაშაყის კარაქი მოათავსეთ.
6. გაახვიეთ კარაქი ფოლგაში და 2-3 საათით მაცივარში შეინახეთ, რომ კარგად გაიყინოს.
გაყინული კარაქი განსაკუთრებით უხდება ბოროდინულ პურს. გემრიელად მიირთვით!