სოკო ქართულ სამზარეულოში გავრცელებული პროდუქტია, მისი მოგროვება, ცნობა და დამუშავება კი – ხალხური ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილი. სხვადასხვა კუთხის სამზარეულოში სოკოს სხვადასხვა სახეობას ცხელი თუ ცივი კერძების სახით ამზადებენ. დღეს ყველასთვის საყვარელ კერძს მოვამზადებთ, ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ქამა სოკო კეცზე სულგუნით ნამდვილი კულინარიული შედევრია!
მასალა:
- ქამა სოკო – 400 გ
- სულგუნი – 150 გ
- კარაქი – 50 გ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გარეცხეთ და გარჩიეთ სოკო. დატოვეთ მხოლოდ ქუდები.
- ქუდები ერთ ფენად ჩააწყვეთ მუცლით ზემოთ და მოაყარეთ მარილი გემოვნებით. თითოეულ ქუდში ჩადეთ კუბებად დაჭრილი კარაქი და სულგუნი.
- კეცი შედგით ღუმელში 250 გრადუსზე და გააჩერეთ, სანამ სულგუნი კარგად არ დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით!