ეს კერძი ჩემს სახლში დიდხანს ვერ ჩერდება, ბავშვები ქვაბს მალევე აცარიელებენ. უმარტივესი ინგრედიენტები და საოცარი გემო.
უბრალო ქათმის სუპი ფდელიკატესად გადაიქცევა. ცომი დავაბურთავე და დავყავი. ამან კერძი საოცრად მადისაღმძვრელი გახადა.
ინგრედიენტები
- ქათმის ბარკალი 700გ
- წყაი 3ლ
- სტაფილო 100გ
- ხახვი 150გ
- კარტოფილი 500გ
- კარაქი 50გ
- მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 100გ
- ყველი 100გ
- კვერცხი 1 ცალი
- ვერმიშელი 70გ
- მარილი
მომზადება
1.გარეცხეთ ბარკლები, მოათავსეთ ქვაბში და მოასხით წყალი. აადუღეთ, მოხსენით ქაფი და მოხარშეთ 40 წუთი.
2.დარბილებულ კარაქს დაუმატეთ ფქვილი, კვერცხი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი და ყველი. მოზილეთ ყველის ცომი და მიეცით ბურთულების ფორმა.
3.გაასუფთავეთ ბოსტნეული და დაჭერით კუბიკებად. გააცხელეთ ტაფაზე ზეთი, მოთუშეთ ხახვი და სტაფილო საშუალო ცეცხლზე 7 წუთი.
4.ქათამი გადმოიტანეთ ბულიონიდან და დაუმატეთ შემწვარი ბოსტნეული, კარტოფილი. ყველი და 1 სუფრის კოვზი მარილი.
5.ხორცს მოაშორეთ ძვლები და დააბრუნეთ ქვაბში. მოაყარეთ ვერმიშელი და მოამზადეთ 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!