ქათმის მწვადი ნახშირზე

386

საქართველოში უგემრიელეს კერძებს ამზადებენ, განსაკუთრები ხორცპროდუქტებისგან!

დღეს საოცარი მწვადის მომზადებას გასწავლით!

ეს კერძი ძალიან გავს ჩქმერულს, ნახშირზე თუ მოამზადებთ უფრო გემრიელი გამოვა. თავდაპირველად უნდა დაამარინადოთ ქათამი სვანურ მარილში, შემდეგ მოთუშეთ ნივრისა და რძის სოუსში.

ინგრედიენტები

  • ქათამი 1კგ
  • ნიორი 11კბილი
  • მზესუმზირის ზეთი 100მლ
  • კარაქი 40გ
  • რძე 500მლ
  • სვნური სანელებლები 2 ჩაის კოვზი
  • მარილი1 ჩაის კოვზი
  • შავი დაფქული წიწაკა 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ქათამი დაჭერით მსხვილად. წაუსვით ხორცს წიწაკა და სანელებლები, მოასხით ზეთი და კარგად მოურიეთ.

2.ქათამი წამოაცვით შამფურებს და შეწვით. გვერდზე მოათავსეთ ღრმა ქვაბი.

3.ნიორს დაუმატეთ მარილი და 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი. გაცხელებულ ტაფას დაუმატეთ კარაქიც.

4.მოაყარეთ ნიორი და მოთუშეთ 1 წუთი, ჩაასხით რძე, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. კარგად გააცხელეთ სოუსი.

5.როცა რძიანი მასა წამოდუღდება, გადაიტანეთ ხორცი და მოამზადეთ 10-15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!