ქათმის კატლეტები პურით

1706

წარმოიდგინეთ სრულყოფილი კატლეტი, რომელის შემადგენლობაშიც შედის: ცოტა ხახვი არომატისთვის, კვერცხი და ბევრი წვნიანი ხორცი. ხორცს ხშირად ასოცირებენ გემოს ხარისხთან, მაგრამ ხშირად ეს ორი რამ საერთოდ არ არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ შეიგრძნოთ ნამდვილი ხორცის გემო აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ სტეიკი. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ

კერძს აქვს გამოხატული ნაღების გემო და რაღაცით ძალიან ჰგავს კიევურ კატლეტს. აღსანიშნავია, რომ ის არ შეიცავს, ხახვს, კვერცხს და არც წიტელ ხორცს. სანელებლებიდან ჩვენ ავიღეთ მხოლოდ მარილი და წიწაკა, რათა არ გადავფაროთ რძის ნაზი გემო და არომატი.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 1კგ
  • პური 190გ
  • კარაქი 125გ
  • რძე 250მლ
  • ხორბლის ფქვილი 50გ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.პურს მოაშორეთ ქერქი და დაჭერით საშუალო ნაჭრებად. 190გ ეს არის დაახლოებით მთლიანი პურის ნახევარი. პურს დაასხით რძე ან უმჯობესია ნაღები და დააცადეთ მას მთლიანი მასის შეწოვა.

2.სანამ პური რბილდება, ქათმის ხორცი გამოატარეთ ხორცსაკეპში. აურიეთ გამღვალ კარაქს, მარილს წიწაკას და დარბილებულ პურს.

3.მირებულ მასას ურიეთ ხელით სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. ხორციან ჯამს დააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ მაცივარში 20 წუთი.

4.გაყინული მასისგან მარტივია კატლეტების გაკეთება. ფორმირებული ხორცი ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთით დაამუშავებულ ტაფაზე ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!

პურიანი კატლეტებისათვის ფარში უნდა მოამზადოთ საკუთარი ხაელით, რათა გააკონტროლოთ ცხიმიანობა. უმჯობესია აიღოთ სამარხვო ფილე რადგან კარაქი უკეთ დაარეგულირებს საჭირო კონსესტენციას. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ბარკალი. ხორბლის ფქვილი არ არის აუცილებელი, რადგან ის მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ საფანელით. ეს კატლეტი ძალიან უხდება მარცვლეულის, ბოსტნეულის და ბერძნულ სალათას.