ქათამი ჯანჯაფილით – უგემრიელესი რეცეპტი

905

ზამთრის დღესასწაულები დასასრულ მიუახლოვდა. ჩვენ დასვენებულები და ენერგიით აღსავსენი ვართ. სადღესასწაულო არეულობა უკან მოვიტოვეთ და მზად ვართ ახალი ენერგიით ახალი ექსპერიმენტებისთვის.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უგემრიელესი ქათმის რეცეპტს ჯანჯაფილით და ბოსტენულით. ეს კერძი საოცრად უხდება სადღესასწაულო მაგიდას.

გამომცხვარი ხრაშუნა ქათამი

ინგრედიენტები

  • 5-6 კარტოფილი
  • 1 ქათამი
  • 0,5 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი
  • 1 ვაშლი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 5-6 კბილი ნიორი
  • სანელებლები (მარილი, წიწაკა, ძირა)

მომზადება

1.ყველაფერი ძალიან მარტივია. მთავარია – დაამარინადოთ ქათამი. უჯობესია ეს პროცედურა გამოცხობამდე 2-3 საათით ადრე გააკეთოთ. მარინადისთვის ჯამში მოათავსეთ მაიონეზი, დაფქული ჯანჯაფილი, სანელებლები და დაჭყლეტილი ნიორი. თუ მწარე კერძები გიყვართ, მაშინ დაუმატეთ ცოტა აჯიკა. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს.

2.შემდეგ ვამზადებთ ქათამს დასამარინადებლად. ფრთხლად ისე, რომ არ დავაზიანოთ, ხელს ვყოფთ კანის ქვეშ. ხელის მოძრაობებისთ გაწყვიტეთ პატარა დამაკავშირებელი ძაფები, რომელიც ქათმის ტანს და კანს ერთმანეთთან აერთებს. იგივე მოქმედებით განაცალკევეთ გულ-მკერდი, ზურგი და ბარძაყები. ფრთები შეგიძლიათ ხელუხლებელი დატოვოთ.

3.შემდეგ კანი დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას. ასე ქათამი მარინადს უკეთ შეიწოვს.

4.შემდეგ მარინადი ქათამს კარგად წაუსვით კანქვეშ, ხოლო დარჩენილი კი გარედან. ქათამი მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათი.

5.სანა დამარინადებულ ქათამს გამოაცხობთ მანამდე მოამზადეთ გარნირი. გაითვალისწინეთ, რომ კარტოფილს მეტი დრო უნდა მოსამზადებლად ვიდრე ხორცს, ამიტომ ის ან ძალიან წვრილად დაჭერით ან წინასწარ მოხარშეთ.

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. კარტოფილი შეკაზმეთ სანელებლებით და თანაბრად გადაანაწილეთ ფორმის ზედაპირზე. და ბოლოს, ბოსტნეულზე მოათავსეთ ქათამი.

6.ასევე შეგიძლიათ ქათამი წინასწარ ამოავსოთ სხვადასხვა ინგრედიენტებით. მაგალითად, შეგიძლიათ ამოავსოთ ნივრით, ლიმონით ან ფორთოხლით. მე ძანიან მიყვარს ვაშლით ამოვსებული ქათამი.

ამ სახის შიგთავსი ძლაიან კარგ არომატსა და გემოს აძლევს ქათამს. ბსუფრაზე გატანამდე ქათამს მოაშორეთ შიგთავსი.

7.გამოაცვხეთ 180 გრადუსზე 1,5 საათი. გემრიელად მიირთვით!

ამ კერძის მომზადება ძალიან მარტივია. ის გამოდის ძალიან არომატული და უსაზრვროდ გემრიელი.