ქათამი “კაპრეზე” ტაფაზე

766

კაპრეზე – იტალიური კერძია მოცარელით, პომიდვრით, ბაზილიკით და ზეითუნის ზეთით. ამ კერძმა დაიპყრო მთელი მსოფლიო, შესაბამისად შეიქმნა მისი მომზადების უამრავი ვარიაცია.

ქათამი “კაპრეზე” ტაფაზე – დაუჯერებლად გემრიელია!

ინგრედიენტები

  • მზესუმზირის ზეთი 50მლ
  • ნიორი 3 კბილი
  • ბაზილიკი 20გ
  • მარილი გემოვნებით
  • ქათმის ფილე 3 ცალი
  • პომიდორი ჩერრი 100გ
  • მოცარელა 50გ
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გააცხელეთ ტაფაზე ზეთი და მოათავსეთ ქათმის ფილე. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. შეწვით ორივე მხრიდან და გადაიტანეთ თეფშზე.

2.დააქუცმაცეთ ნიორი და მოამზადეთ იმავე ტაფაზე, მოთუშეთ. დაჭერით პომიდორი და მოათავსეთ დაფაზე, მოურიეთ.

3.დაუმატეთ დაჭრილი ბაზილიკი და მოურიეთ. ტაფაზე მოათავსეთ ფილე, ზემოდან დაალაგეთ პომიდორი და მოათავსეთ ყველი.

4.დააფარეთ ტაფას და მოამზადეთ ყველის გალღვობამდე. ფილეს რეგულარულად მოასხით ტაფაზე არსებული წვენი. ზემოდან მოასხით ბალზამირებული ძმარი.

გემრიელად მიირთვით!