ფხვიერი ცომის “ნიჟარები” უნაზესი ბეზეთი და ნიგვზით

605

იმდენად მიყვარს ტკბილეული, რომ მის გარეშე არ შემიძლია დღის დაწყება. ბეზეს გარდა ყველა სახის დესერტი მიყვარს. ჩემი შვილი გიჟდება ბეზეზე. ნაყიდს არ ვენდობი, ამიტომ სახლში ვამზადებ. ვიფიქრე ბეზეს დესერტს გავაუმჯობესებ და ჩემს გოგონას გავახარებთქო. ასე შეიქმნა ეს ტკბილეული.

ფხვიერი ორცხობილა – ეს ყოველთვის გემრიელია. დაუმატეთ ნიგოზი და ბეზე, სახლში საოცარი არომატები ტრიალებს.

ინგრედიენტები

  • კარაქი 225გ
  • არაჟანი 80გ
  • კვერცხის გული 3 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 320გ
  • კვერცხის ცილა 3 ცალი
  • შაქის ფხვნილი 120გ
  • ნიგოზი 200გ

მომზადება

1.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. საცხობ ფორმაშ ჩააფინეთ პერგამენტი.

2.განაცალკევეთ ცილა და გული. დააქუცმაცეთ ნიგოზი.

3.დარბულებულ კარაქს დაუმატეთ კვერცხის ცილა, არაჟანიდაკარგად ათქვიფეთ.

4.დაუმატეთ 2/3 ფქვილი და გააგძელეთ თქვეფა დაბალ ცეცხლზე. დარჩენილი ფქვილი მოაყარეთ ნელ-ნელა. მზა ცომი შეინახეთ მახივარში.

5.ათქვიფეთ ცილა მაქსიმალურ სიჩქარეზე 1 წუთის განმავლობაში. დაუწიეთ სიჩქარეს და მოაყარეთ შაქარი. ისევ გაზარდეთ სიჩქარე და ათქვიფეთ.

6.ცომი გაყავით 4 ნაწილად. თითოეულს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით 15 ნაწილად. თითიეული გააბრტყელეთ.

7.თითოეულის ცენტრში მოათავსეთ ჩაის კოვზი ბეზე. გადაკეცეთ ორცხობილა შუაზე ორჯერ. შეკაზმეთ ნიგვზით.

8.გამოაცხეთ 25 წუთი.

9.გაგრილებულ ორცხობილას მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!