ფხვიერი ბრინჯი ქათმით. უბრალოდ, მოათავსეთ ინგრედიენტები საცხობ ფორმაზე…

2627

ქათმის ბარკალი ბრინჯით – ერთ-ერთი იმ კერძთაგანია, რომელიც ძალიან სწრაფად და იოლად მზადდება, უბრალოდ, წინასწარ უნდა დაამარინადოთ ქათამი. უმჯობესია, ბარკლები არაჟანში გააჩეროთ და დაუმატოთ საყვარელი სუნელები, ან გამოიყენოთ შინ მომზადებული მაიონეზი.

ამგვარად შეგიძლიათ ქათმის ფილეც შეწვათ, გამოიყენოთ სოიოს სოუსი უმარილოდ, რათა ხორცი  არ გამოშრეს.

 ინგრედიენტები

  • 800 გრ ქათმის ბარკალი
  • 4 ც სტაფილო
  • 2 ც ხახვი
  • 2 ჭიქა ბრინჯი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 3 ჭიქა წყალი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. ქარი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. არაჟანში დაამატეთ ქარი, პილპილი, მოურიეთ. დაასხით ხორცს და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში.
  2. დაჭერით წვრილად ხახვი, გახეხეთ სტაფილო, მოთუშეთ ზეთში.
  3. მოათავსეთ ბოსტნეული ღრმა საცხობ ფორმაში.  მოაყარეთ ბრინჯი, დაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი. ზემოდან დაადეთ ქათმის ბარკლები.
  4. დააფარეთ ფოლგა და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღმელში 1 საათით. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოხსენით ფოლგა.

რჩევა მათთვის, ვისაც პიკანტური გემოები უყვარს: სანამ კერძს ღუმელში შედგამთ, მოათავსეთ მასში ორი კბილი ნიორი. მადისაღმძვრელი ბარკლების რეცეპტი კი გაუზიარეთ მეგობრებს!