ფუნთუშები ალუბლით და შოკოლადის პუდინგით

599

ამ დესერტში უნაზესი შოკოლადის შეგთავსია, რომელიც ყველას მოსწონს. მათი მომზადება ელვის სისწრაფით შეიძლება.

უმარტივესი რეცეპტია!

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • შოკოლადის პუდინგი 100გ
  • კარაქი 150გ
  • გახეხილი ქოქოსი გემოვნებით
  • შაქარი 200გ
  • რძე 200მლ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • დაკონსერვებული ალუბალი 150გ
  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • ფენოვანი უსაფუარო ცომი 300გ

მომზადება

1.ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი. დაუმატეთ გამღვალი კარაქი და ისევ ათქვიფეთ.

2.დაუმატეთ ფქვილი, გაცრილი გამაფხვიერებელთან ერთად და მოზილეთ თხევადი ცომი. დაუმატეთ ალუბალი.

3.პუდინგს დაუმატეთ შაქარი და გახსენით რძეში, გააცხელეთ ცეცხლზე, მოურიეთ შესქელებამდე.

4.ფორმაში ჩაასხით ცომი, ზემოდან დააფარეთ ფენოვანი ცომი, პუდინგი და ისევ ცომი.

5.გამოაცხეთ 10 წუთი 180 გრადუსზე, შემდეგ 20 წუთი 160 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!