ფრანგული ოსპით მომზადებული უგემრიელესი ხორციანი კერძი

1567

წვრილი, ფრანგული მწვანე ოსპი განსაკუთრებით გემრიელია. ოსპის ეს სახეობა უჯრედისის  წყაროა და სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ფრანგები ამ ოსპს ხორცით ან ძეხვეულით ამზადებენ, ბოსტნეულთან ერთად. მისი შეძენა სუპერმარკეტებში შეგვიძლია. ახლა კი, მისგან მომზადებულ უგემრიელეს კერძს გთავაზობთ.

ინგრედიენტები: 

  • 1 ჭიქა (250 მლ) ფრანგული მწვანე ოსპი
  • 2 სტაფილო
  • 150 გ პამიდორი საკუთარ წვენშ, დაჭრილი
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქონდარი
  • 1 ხახვი
  • 2-3 კბ ნიორი
  • 300-400 გ საქონლის ხორცი
  • 1 ფოთოლი დაფნა
  • ოხრახუში
  • მარილი, პილპილი
  • 2 ჭ. წყალი

მომზადების წესი:

  1. ხორცი დავჭრათ კუბებად და ღრმა ქვაბში დავბრაწოთ ზეთში.
  2. დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, ცეცხლს დავუწიოთ და ვშუშოთ. შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი სტაფილო.
  3. ჩავყაროთ გარეცხილი ოსპი, პამიდორი წვნიანად, წყალი, დაფნა და მოვხარშოთ. წყალს რომ დაიშრობს, ოსპი და ხორციც მზად იქნება.
  4. დავუმატოთ მარილი, პილპილი, მწვანილი ქონდარი და ამოვურიოთ. კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით!