ფრანგული ორცხობილების მომზადების ინსტრუქცია

1799

ძალიან გემრიელი ფრანგული ორცხობილა “მადლენი” ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. მის მოსამზადებლად მხოლოდ 15-20 წუთია საჭირო. ამ დესერტს ფაფუკი ცომისგან აცხობენ, რომელიც კარაქის, შაქრის, კვერცხის, ფქვილისა და ლიმონის ცედრის ან თაფლის ნაზავისგან შედგება. იმისათვის, რომ ორცხობილები უფრო ფაფუკი და ჰაეროვანი გახდეს, შაქრის ნაცვლად, შეგიძლიათ შაქრის პუდრი გამოიყენოთ.

ერთადერთი განსაკუთრებული რამ, რაც დაგჭირდებათ, არის ზღვის ხამანწკების მსგავსი სპეციალური საცხობი ფორმა, მაგრამ თუ თქვენ ასეთი საცხობი ფორმა არ გაქვთ, არ ეს არის პრობლემა. ორცხობილა ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ კექსის საცხობ ფორმებში, ასე დესერტის გემო ნამდვილად არ შეიცვლება.

ორცხობილა “მადლენი”

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ძალიან გემრიელი ფრანგული ორცხობილას რეცეპტს. ეს გემრიელობა ევროპელების საყვარელი დესერტია!

ინგრედიენტები

  • 120 გრ ფქვილი
  • 3 ც კვერცხი
  • 110 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქრის პუდრი
  • 1/4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • მწიკვით მარილი

მომზადების წესი 

1. ხელსაყრელ თასში შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი, შაქრის პუდრი და თაფლი. ხელის სათქვეფით ათქვიფეთ 5 წუთის განმავლობაში.

2. დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და მოურიეთ, სანამ არ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

3. გაადნეთ კარაქი, გააცივეთ და დაუმატეთ ცომს. შემდეგ დაუმატეთ მარილი და მოურიეთ.

4. ცომს გადააფარეთ საკვები ცელოფანი და შეინახეთ მაცივარში 1 საათით.

5. საცხობ ფორმებს წაუსვით ცოტაოდენი კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და ჩაასხით ცომი ისე, რომ ფორმის 2/3 დაფაროს.

6. გამოაცხვეთ ორცხობილა 240 გრადუსზე ზუსტად 1 წუთით, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 200 გრადუსამდე და გამოაცხვეთ 4 წუთით, ბოლოს კი დაიყვანეთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და კიდევ 5 წუთით გამოაცხვეთ. ორცხობილამ ოდნავ უნდა შეიცვალოს ფერი და უნდა ამოიბეროს (ამოიზნიქოს). მზა ორცხობილები გააცივეთ ღუმელის გისოსებზე  და სურვილისამებრ მოაყარეთ ზემოდან შაქრის პუდრი.

7. სულ ესაა, ორცხობილა “მადლენი” მზადაა. გემრიელად მიირთვით!