ფერადი ორცხობილები “მაკარონი”

1920

ამ დესერტის მომზადება სახლის პირობებშიც უმარტივესია. მე ამ ორცხობილას უამრავი სახის შიგთავსით ვამზადებ.

ფრანგები საკონდიტრო სამეში ნამდვილად პროფესიონალები არიან.

ინგრედიენტები

  • ნუშის ფქვილი 150გ
  • შაქრის ფხვნილი 250გ
  • შაქარი 150გ
  • კვერცხის ცილა 3 ცალი
  • მასკარპონე 100გ
  • შავი შოკოლადი 200გ
  • საღებავი გემოვნებით

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხის ცილა აქაფებამდე. დაუმატეთ შაქარი და გააგრზელეთ თქვეფა.

2.გაცერით ნუში ფქვილი და დაუმატეთ 150გ შაქრის ფხვნილი.

3.ცილის მასა გაყავით ნაწილებად და შეღებეთ გემოვნებით.

4.თითოეულ მასას დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ.

5.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. საკონდიტრო ტომრით გადაიტანეთ ცომი. დაელოდეთ 30 წუთი. გამოაცხეთ 140 გრადუსზე 15 წუთი.

6.ორი სახეობის შითავსის მოსამზადებლად, ათქვიფეთ მასკარპონე შაქრის ფხვნილთან ერთად და გაალღვეთ შოკოლადი.