ფერადი და წვნიანი სალათი მაიონეზის გარეშე: ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს იდეალურად ავსებს

260

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ნოყიერ სალათს „ფავორიტს“, რომელიც როგორც ფერებით, ასევე გემოს შეგრძნებებით ფერადია. სტუმრების მისაღებად ხშირად ვამზადებ. პროცესის გასამარტივებლად შეგიძლიათ მზა კორეული სტაფილო გამოიყენოთ. მოხარშული ხორცის შემთხვევაში პროცესი მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. სუფრიდან მალევე ქრება. სალათი მოეწონება მათ, ვინც მაიონეზს არ მიირთმევს, რადგან ამ რეცეპტში მაიონეზს საკაზმად არ ვიყენებთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ მოხარშული ძროხის ხორცი
  • 280 გრ დაკონსერვებული სიმინდი
  • 280 გრ დაკონსერვებული ლობიო
  • 200 გრ სტაფილო
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 კონა ოხრახუში
  • 0,5 ჩ/კ შაქარი
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ სანელებლები კორეული სტაფილოსთვის
  • 0,5 ჩ/კ ცხარე აჯიკა
  • 2 კბილი ნიორი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ ძმარი

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი აურიეთ. ძროხის ხორცი წინასწარ მოხარშეთ და ბულიონშივე გააგრილეთ, ასე ხორცი ძალიან არ გამოშრება.

2. სტაფილო კორეულად გახეხეთ და ღრმა სასალათეში გადაიტანეთ. აქვე დაუმატეთ აჯიკა, მარილი, შაქარი, სტაფილოს სანელებლები და დაპრესილი ნიორი. ხელით აურიეთ, რომ სტაფილომ წვენი გამოიღოს. მცენარეული ზეთი ტაფაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გააცხელეთ და სტაფილოს ნარევს დაუმატეთ.

3. სუფრის კოვზი ძმარი დაუმატეთ. აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ.

4. ზოლებად დაჭრილი მოხარშული ძროხის ხორცი და ბულგარული წიწაკა დაუმატეთ.

5. დაკონსერვებული სიმინდის და ლობიოს სითხე გადაასხით და სალათს დაუმატეთ. დაჭრილი ოხრახუშიც დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

6. სუფრაზე გატანის წინ სალათი „ფავორიტი“ 15 წუთით გააჩერეთ, რომ გემოები და არომატები გაერთიანდეს.

გემრიელად მიირთვით!