„ფარ ბრეტონი“ ყველაზე დახვეწილი ნამცხვარის რეცეპტი შავი ქლიავის ჩირით

1444

მასში მკვეთრად გამოხატულია ფრანგული სამზარეულოს ელემენტები: ნაზი გემო და მომზადების უცნაური მეთოდი, რაც დესერტის წარმოშობას პირველივე გემოდან გასცემს.
ეს ნამცხვარი სადღესასწაულოდაც გამოდგება და ოჯახური ჩაისსმისთვისაც!

საჭირო მასალა:

  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 100 გ
  • მარილი მწიკვი
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • ქიშმიში 0,25 ჭიქა
  • რძე 300 მლ
  • ვანილის ექსტრაქტი 0,25 ჩ/კ
  • კარაქი 5 ს/კ
  • შავი ქლიავის ჩირი 1 ჭიქა
  • შავი ჩაი 1 ჭიქა

მომზადების წესი:

  1. დააბლენდერეთ კვერცხი, რძე, ვანილის ექსტრაქტი, მარილი, გამდნარი კარაქი და შაქარი. ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი. გადააფარეთ ცომს საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოათვსეთ მაცივარში 3 საათით, ან მთელი ღამით.
  2. ქიშმიში და შავი ქლიავი გარეცხეთ და დაასხით 1 ჭიქა შავი, მაგარი ჩაი. როცა ჩაი გაგრილდება ოთახის ტემპერატურამდე, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ კიდევ 30 წუთი.
  3. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, ოდნავ ათქვიფეთ და ჩაასხით პეგამენტდაფენილ და კარაქწასმულ ფორმაში.
  4. გაანაწილეთ თანაბრად გაწურული ქიშმიში და შავი ქლიავი.
  5. მოათავსეთ ნამცხვარი 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

გისურვებთ გემრიელად გაუმსაპინძლდეთ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს.