ფარშის ნავები კარტოფილით და ყველით

777

ძალიან მომბეზრდა ფარშისგან კატლეტების მომზადება. გადავწყვიტე კატლეტების გაუმჯობესება, ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონათ! ძალიან არომატული და წვნიანი გამოდის.

ხორცის გარდა ამ კერძის უმეტესი ნაწილი კარტოფილისგან შედგება. ამ კერძს იდეალურს პომიდვრის სოუსი და გახეხილი ყველი ხდის.შედეგად ჩვენ ვიღებთ მთავარ კერძსაც და გარნირსაც. ნამდვილად მოსახერხებელი ვარიანტია.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 5 ცალი
  • ყველი 150გ
  • რძე 30მლ
  • მარილი 2 ჩაის კოვზი
  • საქონლის ხორცი 500გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • კომბოსტო 150გ
  • მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • ხახვი 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • ბექონდარა 1 ჩაის კოვზი
  • კაკალი ქინძი 0,5 ჩაის კოვზი
  • ოხრახუში
  • სურნელოვანი წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • მშრალი პიტნა 1 ჩაის კოვზი
  • პომიდვრის პასტა 2 სუფრის კოვზი
  • წყალი 1,5 ჭიქა
  • შავი წიწაკა

მოზმადება

1.გარეცხეთ კარტოფილი, მოხარშეთ. გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ 50გ გახეხილი ყველი, რძე, 1 ჩაის კოვზი მარილი, წიწაკა და პიტნა. კარგად მოურიეთ.

2.წვრილად დაჭერით კომბოსტო. ღრმა ჯამში ფარშს დაუმატეთ გახეხილი ნიორი, დაქუცმაცებული ხახვი, მწვანილი, კვერცხი, ფქვილი, ზეთი, 1 ჩაის კოვზი მარილი, ბექონდარა, ქინძი, წიწაკა.

3.ფარშს მიეცით კატლეტების ფორმა, მოათავსეთ ცხიმით დამუშავებულ ფორმაში. ჩააღრმავეთ კატლეტები.

4.კარტოფილის მასას მიეცით კატლეტების ფორმა, მოათავსეთ კატლეტის ცენტრში.

5.პომიდვრის პასტა გახსენით წყალში. მოასხით კატლეტებს სოუსი, მოაყარეთ ყველი და გამოაცხეთ 220 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!