ფარშირებული ხვეულები ქათმით – თქვენი გემოვნებით შექმნილი კერძი!

116

შეგხვედრიათ ისეთი კერძები, რომელთა მომზადება მხლოდ სადღესასწაულოდ გინდათ? ერთი შეხედვით მარტივი, ხელმისაწვდომი და ძალიან ეფექტურია. მე ასეთი გრძნობა მეუფლება, როცა ფარშირებულ ხვეულებს ვუყურებ. გემრიელი და მადისაღმძვრელი კერძი სადღესასწაულო მაგიდას ნამდვილად დაამშვენებს.

ხვეულები ქათმის ფილესგან შედგება, ხოლო გულსართი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემ-ყველი მწვანილით ან პომიდორი და კვერცხი.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 500გ
  • ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ყველი 100გ
  • პომიდორი ჩერრი 6-7 ცალი
  • მწვანილი
  • ნიორი 1-2 კბილი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • სიმითის მარცვალი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

1.დაჭერით ფილრ, მოასხით ზეთი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოურიეთ.

2.ხვეულებისთვის ფორმის დამზადება მყარი ქაღალდისგან და ფოლგისგან შეგიძლიათ.

3.ქათმის ფილე შემოახვიეთ კონუსს მჭიდროდ.

4.გამოაცხეთ 190 გრადუსზე 20 წუთი.

5.მოხარშეთ 1 კვერცხი და წვრილად გახეხეთ, დაუმატეთ გახეხილი ყველი, დაქუცამაცებული მწვანილი, დაჭრილი პომიდორი და არაჟანი. კარგად მოურიეთ.

6.ხვეულები ამოავსეთ შიგთავსით, წაუვსით ათქვიფეილი კვერცხი და მოაყარეთ სიმითის მარცვლები. მოათავსეთ ღუმელში 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!