ფარშირებული კარტოფილი–გარმონი ღუმელში გამომცხვარი:მარტივად მზადდება, გემრიელი გამოდის

592

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია ღუმელში გამომცხვარ გემრიელ კარტოფილს მოგიმზადებთ. ძალიან მარტივად მზადდება და გემრიელი გამოდის. ამ რეცეპტის გამოყენებას გირჩევთ.

ინგრედიენტები:

  • 100 მლ ( ან 6 ს/კ + 2 ჩ/კ) მცენარეული ზეთი
  • 7-8 მსხვილი კარტოფილი
  • 100 გრ ხმელი ყველი
  • 200 გრ ბეკონი
  • 100 გრ პომიდვრის პასტა
  • მარილი, შავი წიწაკა – გემოვნებით
  • 1 კონა ოხრახუში

მომზადების წესი:

  1. საცხობი ფორმის ძირს და გვერდებს მცენარეული ზეთი წაუსვით.
  2. კარტოფილი გათალეთ და მასში 5 მმ სიგანის ღრმა ჩანაჭრები გააკეთეთ.
  3. მზა კარტოფილი ფორმაში ჩააწყვეთ.
  4. კარტოფილის ღრმა ჩანაჭრებს და ზედა ნაწილებს მცენარეული ზეთი წაუსვით. ჩანაჭრებს შიგნით აუცილებლად წაუსვით, რომ ერთმანეთს არ მიეკრას.
  5. კარტოფილს ზეთი ზემოდან კიდევ ერთხელ წაუსვით და ჩანაჭრები ოდნავ გახსენით.
  6. მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
  7. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით აცხვეთ.
  8. კარტოფილი ღუმელიდან გამოიღეთ, თითოეულ ჩანაჭერში ბეკონის ნაჭრები ჩადეთ.
  9. ახლა კარტოფილს პომიდვრის პასტა წაუსვით ან უბრალოდ პომიდვრის სოუსი მოასხით. ამის შემდეგ გახეხილი ხმელი ყველი მოაყარეთ.
  10. კვლავ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ, მაგრამ მხოლოდ 10 წუთით აცხვეთ.
  11. კარტოფილი ღუმელიდან გამოიღეთ და ზემოდან მწვანილი მოაყარეთ.
  12. კერძი მზადაა და შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ!
  13. გემრიელად მიირთვით!