ფარშირებული თევზი: შიგთავსი სკუმბრიას გემოს დიდებულად ეთავსება

141

Gastronomia.ge-ს რედაქცია ფარშირებული თევზის რეცეპტს გთავაზობთ. ასეთი კერძი არა მხოლოდ ყოველდღიურ, არამედ სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს.

ინგრედიენტები:

  • 3 გაყინული სკუმბრია
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 50 გრ ყველი
  • 4-5 ტოტი ოხრახუში
  • ½ ლიმონი
  • 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადების წესი:

  1. სკუმბრია გაალღვეთ, შიგნეული მოაშორეთ და კარგად გარეცხეთ. ახლა 3-4 სმ–ს დაშორებით დიაგონალურად ჩაჭერით. 3-4 ჩანაჭერი გამოვა. მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
  2. კვერცხი და ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ. ოხრახუში წვრილად დაჭერით. კვერცხი, ყველი, მწვანილი, ლიმონის ცედრა და დაპრესილი ნიორი აურიეთ. შიგთავსს ცოტა მარილი მოაყარეთ და აურიეთ.
  3. თევზი ფოლგაზე გადაიტანეთ, შიგთავსით კარგად გაავსეთ. ზემოდან ლიმონის წვენი მოასხით. ფოლგაში გაახვიეთ. გახსოვდეთ, რომ ფოლგაში ძლიერ არ შეახვიოთ. ჰაეროვანი ბალიშისთვის ადგილი უნდა დარჩეს.
  4. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით აცხვეთ. ბოლოს ფოლგა გახსენით და კიდევ 5 წუთით ქერქის მიღებამდე აცხვეთ.
  5. გემრიელად მიირთვით!