უჩვეულო კერძი ფარშით და კარტოფილით, რომელიც ქების ღირსია. ნაზი გემო გარანტირებულია

129

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კარტოფილს კერძს, რომელიც ფარშთან და ყველთან ერთად მზადდება. ამ მიმზიდველი კერძით მაგიდას მრავალფეროვნებას შემატებთ. საკმაოდ ნოყიერია და სადღესასწაულო სუფრაზე თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. კარტოფილის ფრანგულ რეცეპტს ჰგავს, მაგრამ მასში ბევრი განსხვავებაა. სასარგებლო ბოსტნეულის და ნოყიერი ფარშის კომბინაცია სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გ ფარში
  • 400 გ კარტოფილი
  • 50 მლ კეტჩუპი
  • 100 გ ყველი
  • 2 ხახვი
  • ნიორი
  • სანელებლები
  • მწვანილი

მომზადების წესი:

1. კარტოფილი გათალეთ, კარგად გარეცხეთ და დაჭერით. ნაჭრების სისქეზე ხარშვის დროა დამოკიდებული. მარილიან წყალში მოხარშეთ.

2. წვრილად დაჭრილი ხახვი ცოტა ზეთში შეწვით. ფარში (ღორი, ძროხა, ქათამი) გემოვნებით დაუმატეთ. 10 წუთით მოთუშეთ, შემდეგ კეტჩუპი, დაჭრილი მწვანილი, ნიორი და სანელებლები დაუმატეთ.

3. მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ. სანელებლები და მწვანილი გემოვნებით დაუმატეთ. გახსოვდეთ, რომ სანელებლები ფარშსაც აქვს. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.

4. პიურეთი პატარა ბუდეები გააკეთეთ. ცოტა ჩააღრმავეთ და ფარშით გაავსეთ. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ. 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.

5. ღუმელის სიძლიერე აკონტროლეთ. კარტოფილის კიდეების შეწითლება და ყველის გადნობა საკმარისია. ხორციან კერძს საზაფხულო სალათი და ცივი სასმელი იდეალურად შეავსებს. გემრიელი სოუსიც ზედმეტი არაა.

6. გემრიელად მიირთვით. ახალ კულინარიულ ექსპერიმენტებს გისურვებთ!