უფრო გემრიელი ლეჩო არ არსებობს! წამებში ქრება, ზამთრამდე ვერ აღწევს

2376

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ლეჩოს რეცეპტს, რომელსაც ზამთრამდე ვერ შეინახავთ, რადგან წამებში გაქრება. რატომ არის ამ რეცეპტით მომზადებული ლეჩო ასეთი გემრიელი? მასში ბოსტნეული, მარილი, შაქარი და ზეთი ზუსტად დაბალანსებულია.

ოდესღაც ჩემს სკოლის მეგობარს ვესტუმრე და ლეჩო გავსინჯე! მენდეთ, ასეთი გემრიელი არასდროს მიჭამია. სანამ სანუკვარი რეცეპტი არ მოვიპოვე, სახლიდან ფეხი არ გავადგი. იმ დღიდან ყოველ წელს ლეჩოს ამ რეცეპტით ვამზადებ. სხვა რეცეპტი არ მჭირდება, რადგან მასზე უკეთესი და გემრიელი არ არსებობს!

ინგრედიენტები:

  • 3 კგ პომიდორი (წითელი, მწიფე, ხორციანი, ნაკლებად წვნიანი)
  • 3 კგ ტკბილი წიწაკა (სჯობს „კალიფორნიული ჩუდო“, ის სქელქერქიანი და წვნიანია)
  • 1 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ სავსე მარილი
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 0,5 ჭიქა 9%–იანი ძმარი

მომზადების წესი:

  1. პომიდორი გარეცხეთ, გაამშრალეთ, ყუნწები მოაჭერით, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. წიწაკა გარეცხეთ, გაამშრალეთ, ყუნწები და თესლი მოაშორეთ. მსხვილ ზოლებად, ირიბად დაჭერით.
  2. უჟანგავი ფოლადის ქვაბში (სჯობს 7 ლ მოცულობის იყოს) ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ: ბოსტნეული, მარილი, შაქარი, ძმარი და ზეთი. ყველაფერს კარგად აურიეთ. ცეცხლზე დადგით. ადუღების შემდეგ ლეჩო 40 წუთით ხარშეთ.
  3. ამ დროში ქილები გაასტერილეთ. ცხელ ქილებში მზა ლეჩო მოათავსეთ და ანადუღარი ხუფებით მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ და თბილი საბნით შეფუთეთ, გაგრილებამდე ასე გააჩერეთ.
  4. გემრიელად მიირთვით!