უმარტივესი სამარხვო კატლეტები

3663

თუ თქვენს ოჯახის წევრებს არ უყვართ ხორცი, მაშინ ჩვენ შემოგთავაზებთ ისეთ კატლეტებს, რომელიც არ შეიცავს ამ ინგრედიენტის ერთ გრამსაც კი. ეს კატლეტი ასევე მარხვის დროსაც შეგიძლიათ მიირთვათ.

კლასიკური რეცეპტისთვის დამახასიათებელი ინგრედიენტი, ჩვენ შვრიის ფანტელით შევცალეთ. მისი მომზადება უმარტივესია.

ინგრედიენტები

  • შვრიის ფანტელი 1 ჭიქა
  • წყალი 1 ჭიქა
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • მზესუუმზირის ზეთი
  • ხორბლის ფქვილი გემოვნებით

მომზადება

1.შვრიას დაასხით ცხელი წყალი, დააფარეთ თავზე და დაელოდეთ მის ამოფუვებას.

2.გაასუფთავეთ ხახვი და სტაფილო. სტაფილო გახეხეთ მსხვილად, ხოლო ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად. ორივე მოთუშეთ ცოტაოდენ მცენარეულ ზეთთან ერთად.

3.ბოსტნეული დაუმატეთ გაგრილებულ შვრიას, ჩატეხეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

4.ცომს მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით მცენარეულ ზეთში ყველა მხრიდან.

ეს კატლეტები ძალიან უხდება ბოსტნეულის სალათს. დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან მოეწონება. გემრიელად მიირთვით!