უმარტივესი რეცეპტი თუ როგორ დავამწნილოთ ჯონჯოლი

9190
OLYMPUS DIGITAL CAMERA

ჯონჯოლი ჯონჯოლისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, ეს მცენარე გაზაფხულზე ყვავის და საკვებად მისი ყვავილი გამოიყენება. მწნილს საქართველოს ყველა კუთხეში ამზადებენ.

სასიამოვნო გემოსთან ერთად მას სხვა უნიკალური თვისებებიც აქვს. მაგალითად, ჩინური ტრადიციული მედიცინა ჯონჯოლის ერთ-ერთი სახეობის ფოთლების ნახარშს ხველის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებს.

ჯონჯოლი ბევრ აქტიურ ნივთიერებას და მათ შორის სხვადასხვა სახის ვიტამინს ან მათი სინთეზისთვის საჭირო ნივთიერებებს შეიცავს. არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი სპეციალისტების კვლევითაც დასტურდება, რომ ეს მცენარე შეიცავს ბუნებრივ ინსულინს.

ჯონჯოლის მწნილი 

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ჯონჯოლის ყვავილი
  • 25 გ მარილი
  • 15 ცალი ალუბლის ფოთოლი

მომზადების წესი:

ჯონჯოლს მოვაშოროთ უხეში ღეროები, გავრეცხოთ, ქილებში მოვათავსოთ და ფენა-ფენა მარილი მოვაყაროთ. ჯონჯოლი ქილაში კარგად ჩავტენოთ, თავზე დავაფაროთ ალუბლის ფოთლები, დავახუროთ ქილა და გრილ ადგილას შევინახოთ. 1 კვირაში მწნილი მზად იქნება.

სხვა ვარიანტი 

ჯონჯოლს კახეთში მზესუმზირის ზეთისა და დაჭრილი ხახვის თანხლებით მიირთმევენ. იმერეთში ამზადებენ მის ნიგვზიან ვარიანტს – დაჭრილ, გაწურულ ჯონჯოლს უმატებენ  დანაყილ ნიგოზს, ხმელ სანელებლებსა და ახალ ქინძს.