უმარტივესი კოტლეტების რეცეპტი დიასახლისებისგან, რომლებსაც თევზის სამზარეულოში სიტყვა ეთქმით

1280

საყვარელი კერძი, რომელიც ბავშვობიდანაა ჩვენთვის ნაცნობი – კოტლეტებია. თანაც, ყოველი დედა მას თავისებურად ამზადებს და საიდუმლო ინგრედიენტებს ამატებს. როგორი რეცეპტიც არ უნდა გამოიყენოს დიასახლისმა, შეფასების მთავარი კრიტერიუმი – წვნიანობა და გემოა. არადა, რეცეპტების ათასამდე ვარიაცია არსებობს, რადგან კოტლეტებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ამზადებენ.

მაგალითად, არსებობს მარტივი და ამავდროულად გემრიელი თევზის კოტლეტების რეცეპტი, რომლებიც ძალიან პოპულარულია ოდესაში – ებრაული კოტლეტები. მას თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ სადღესასწაულოდ და ყოველდღიურადაც. მომზადების რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო არ არსებობს, მთავარია მონდომება და ინგრედიენტების უხვად გამოყენება.

ინგრედიენტები

  • 800 გრ თევზი
  • 3 ც ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 0,5 პური
  • 1 ც სტაფილო
  • 1 კონა მწვანილი გემოვნებით
  • 500 მლ წყალი
  • 50 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • შავი პილპილი, მარილი გემოვნებით
  • თევზის სუნელები გემოვნებით
  • 1 მწ სოდა

მომზადება

1. მოახდინეთ თევზის ფილირება და მოამზადეთ მისგან ფარში კვერცხის, დაჭრილი ხახვისა და მწვანილის, მარილისა და პილპილის დამატებით. დაუმატეთ დაჭრილი პური, მოურიეთ და შექმენით ბურთულები.

2. თევზის ძვლები ბულიონისთვის გამოიყენეთ: დაასხით წყალი, დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო და ხახვი, მოხარშეთ და დაწურეთ.

3. ხარშეთ ბულიონი ნელ ცეცხლზე 40 წთ განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ მარილი, შაქარი, სოდა. მასა უნდა შესქელდეს.

4. დაალაგეთ კოტლეტები ტაფაზე, მათ შორის მოათავსეთ დაჭრილი კარაქი, დაასხით ბულიონი და მოთუშეთ 15 წთ.

ამ კერძისთვის ხშირად ზღვის თევზს იყენებენ. სიტუაციიდან გამოსასვლელად შეგიძლიათ გაყინული ფილე შეიძინოთ ან მდინარის თევზი. მოამზადეთ  სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!