უზბეკური ყურნიკი-ღვეზელების მეფე! მის მოსამზადებლად ყველაზე მარტივი პროდუქტებია საჭირო..

1690

ყურნიკი არის ღვეზელი, რომლის მომზადებაც სხვადასხვა შიგთავსითაა შესაძლებელი. მას ეს სახელწოდება იმიტომ აქვს, რომ თავდაპირველად ღვეზელს მხოლოდ ქათმის ხორცით ამზადებდნენ.

ყურნიკს ღვეზელების მეფეს ან სამეფო ღვეზელს უწოდებდნენ. მას მხოლოდ მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ამზადებდნენ: აღდგომისას, სამების ან ქორწინების აღსანიშნავად. ჩვენ გიჩვენებთ, თუ როგორ მოამზადოთ ეს უგემრიელესი ღვეზელი.

როგორ უნდა მოვამზადოთ ყურნიკი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 0,5 კგ ხორბლის ფქვილი
  • 100 გრ მარგარინი
  • 100 გრ არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 1/2 ჩაის კოვზი სოდა
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 300 გრ კარტოფილი
  • 100 გრ ხახვი
  • 250 გრ ქათმის ფილე
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/4 ჩაის კოვზი წიწაკა
  • 50 გრ მწვანილი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი

მომზადების წესი

1. ღრმა ჭურჭელში დაარბილეთ მარგარინი, შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და ურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

2. ხელის სათქვეფით კარგად ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ მას არაჟანის ნარევი.

3. გაჟღინთეთ 3-4 წვეთი ძმარი სოდაში, შემდეგ დაუმატეთ მარილი და წყალი.

4. კარგად გაცერით ფქვილი და ნელ-ნელა დაუმატეთ იგი ნარევს.

5. კარგად მოზილეთ ცომი, შემდეგ დააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში.

6. შიგთავსის მოსამზადებლად ქათმის ფილე მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით.

7. გაწმინდეთ ხახვი და კარტოფილი კანისგან. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, ხოლო კარტოფილი-კუბებად. დანაყეთ მწვანილი.

8. ერთმანეთში აურიეთ ხახვი, კარტოფილი, ქათმის ფილე და მწვანილი. მოაყარეთ სასურველი რაოდენობის მარილი და წიწაკა.

9. გაყავით ცომი ორ ნაწილად (ერთი ნაწილი მეორეზე დიდი უნდა იყოს). ცომის დიდი ნაწილი კარგად ჩააფინეთ საცხობ ფორმაში.

10. ჩაყარეთ მასში მომზადებული შიგთავსი და მიაპკურეთ სუფრის კოვზით წყალი. ცომის მეორე ფენით კარგად დაფარეთ შიგთავსი და კიდეები. ყურნიკს ირგვლივ კვერცხის გული წაუსვით და შედგით ღუმელში 1,5 საათით, 180 გრადუსზე.

გაუზიარეთ მეგობრებს ამ უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტი!