უგემრიელესი ჩაქაფული ტრადიციული რეცეპტით

2956

ჩაქაფული – ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი პოპულარული კერძია. მოამზადეთ ეს ტრადიციული კერძი სიამოვნებით.

ინგრედიენტები:

  • ბატკნის ხორცი 1 კგ
  • ტარხუნა 150 გ
  • ქინძი, ოხრახუში და წიწმატი 50-50 გ
  • მწვანე ხახვი 100 გ
  • ნაიხური 20 გ
  • მჟაუნა 20 გ
  • ახალი ტყემალი 250 გ
  • თეთრი ღვინო 1 ჩაის კოვზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

ცალ-ცალკე გავამაზადოთ:

  1. ხორცის ფენა – დავჭრათ ბატკნის ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად, ხოლო დუმა წვრილად, მაგრამ არ დავაქუცმაცოთ.
  2. მწვანილების ფენა – წვრილად დავჭრათ: ქინძი, ოხრახუში, წიწმატი, ბლომად ტარხუნა, მწვანე ხახვი, შეიძლება ნიახურიც და მჟაუნაც. კარგად ავურიოთ.
  3. ქვაბში ჩავაწყოთ: ერთი ფენა ხორცი, მეორე ფენა მწვანილები, მესამე ფენა რამდენიმე ცალი ახალი ტყემალი, შემდეგ ისევ: ერთი ფენა ხორცი, მეორე ფენა მწვანილები, მესამე ფენა ტყემალი და ა.შ. რამდენი ფენაც გამოვა.
  4. წყალი დავასხათ ისე, რომ ყველა ფენა დაიფაროს.
  5. დავახუროთ თავსახური და დავდგათ ნელ ცეცხლზე.
  6. წამოდუღების შემდეგ დავამატოთ მარილი და მთელი წითელი წიწაკა.
  7. ხორცი რომ ნახევრად მოიხარშება დავამატოთ თეთრი ღვინო.

სასარგებლო რჩევა: ტარხუნის დამატება ჯობს, როცა ხორცი ნახევრად მოხარშულია. ჩაქაფულს ძალიან უხდება კიდევ პიტნის 3-4 ფოთოლი.