ახალი თინუსი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების – ომეგა 3-ის წყაროა. ამასთან მდიდარია ცილით, თიამინით, ნიაცინით, ვიტამინით B5 და სელენით.
გასტრონომია მისგან არაჩვეულებრივი კერძის მომზადებას გასწავლით.
ინგრედიენტები:
- 200 გ თინუსი
- 60 მლ სოიის რუხი საწებელი
- 1 ჩ.კ. ნედლი კოჭა
- 2 კბილი ნიორი
- 2 წითელი მწარე წიწაკა
- 2 ს.კ. სოიის ღია საწებელი
- 50 გ ქორფა ქინძი
- 2 ლაიმის წვენი
- 250 გრამი ბრინჯის ატრია
- 1 კონა პიტნა
მომზადების წესი:
- თინუსის 2,5 სმ-იანი ნაჭრები ჯამში მოათავსეთ. სოიის რუხი საწებელი, წვრილად გახეხილი კოჭა და წვრილად დაჭრილი ნიორი მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ და თინუსს მოასხით.
- წვრილად დაჭრილი წიწაკა, სოიის ღია საწებელი, დაჭრილი ქინძის ღეროები და ლაიმის წვენი პატარა ჯამში კარგად აურიეთ.
- ატრია ჯამში მოათავსეთ, მდუღარე წყლი დაასხით გააჩერეთ, ვიდრე დარბილდება. გადაწურეთ. ცივ წყალში გაავლეთ. ისევ გადაწურეთ.
- გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, მოაყარეთ ქინძისა და პიტნის ფოთლები.
- გრილის ტაფა მაღალ ცეცხლზე გააცხელეთ. თინუსი მარინადიდან ამოიღეთ და ორივე მხრიდან შეწვით. თხელ ნაჭრებად დაჭერით.
- ატრია ოთხ თეფშზე გაანაწილეთ. თინუსის ნაჭრები დაადეთ, საწებელი მოასხით და სუფრაზე მიიტანეთ.