ჩვენი რეცეპტით მომზადებული ბლინების მთელ “მთას” დაახვავებთ – მით უკეთესი, რადგან ისეთი გემრიელი გამოდის, რომ ორჯერ მეტის მირთმევის სურვილი გიჩნდება. ბლინები აბსოლუტურად სამარხვოა: ცომში არავითარი რძე და კვერცხი არ არის.
კარტოფილი კი გემოს ამდიდრებს და კერძს საინტერესოს ხდის. მაშ ასე, მოიმარაგეთ ინგრედიენტები და შევუდგეთ საქმეს!
ინგრედიენტები
- 2 ჭიქა ფქვილი
- 500-600 მლ გაზიანი წყალი
- 1 ს.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 2 ც კარტოფილი
- 0,5 კონა მწვანე ხახვი
- 4 ს.კ. ზეთი
- 1 მწიკვი სოდა
მომზადება
1. მოხარშეთ კარტოფილი მინდირში. გააცივეთ და გაფცქვენით.
2. შეურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და სოდა. დაუმატეთ გაზიანი წყალი და 3 ს.კ. ზეთი. მოზილეთ ცომი და დატოვეთ 30 წუთით.
3. დაჭერით კარტოფილი კუბებად, ხახვი – წვრილად, შეურიეთ და დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი.
4. წაუსვით ზეთი გახურებულ ტაფას, დაასხით ცომი, მოაყარეთ კარტოფილი და ხახვი. როცა ქვედა ნაწილი შეწითლდება – გადააბრუნეთ ბლინი. გაიმეორეთ ასე მთლიან ცომთან და დააწვეთ ერთმანეთზე ბლინები. დააფარეთ თავსახური.
უგემრიელესი სამარხვო ბლინები მზადაა! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!