ძალიან გემრიელი ცხობილა.
რამდენიმე დღის შემდეგაც ინარჩუნებს ახლის გემოს.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 500გ
- კარაქი 200გ
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
- არაჟანი 200გ
- კვერცხი 1 ცალი
- სოდა 1/2 ჩაის კოვზი
- მარილი 1/2 ჩაის კოვზი
შიგთავსისთვის
- ნიგოზი 200გ
- შაქარი 200გ
- კარაქი 1 სუფრის კოვზი
მომზადება
- თავდაპირველად მოვამზადოთ ცომი.
- გაყინული კარაქი ჩახეხეთ ჯამში.
- დაუმატეთ შაქარი და მარილი, ხელით კარგად გადაურიეთ.
- ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი.
- დაუმატეთ არაჟანი და სოდა, ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.
- კვერცხის მასა დაუმატეთ ფქვილის მასას.
- მოურიეთ კოვზით, ხოლო შემდეგ კი ხელით მოზლიეთ.
- ცომი მოათავსეთ ფქვილიან მაგიდაზე, დაამუშავეთ ხელით.
- მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად, მოათავსეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 30-40 წუთი.
- სანამ ცომი მაცივარშია მოამზადეთ შიგთავსი.
- დაფხვენით ნიგოზი.
- დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ.
- ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და თხლად გააბრტყელეთ.
- ცომი არ უნდა იყოს 3მმ სქელი.
- ცომს წაუსვით კარაქი.
- ზემოდან მოაყარეთ შიგთავსი.
- დაახვიეთ რულეტისებურად.
- რულეტს წაუსვით კვერცხი და დაჭერით.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასზე მოათავსეთ დესერტი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!