ძალიან გემრიელი და უმარტივესი ნაყინი სახლის პირობებში. რამდენიმე წუთში მზადდება. ნაზი ნაღების გემო გულგრილს ვერავის დატოვებს. აუცილებლად სცადეთ!
ინგრედიენტები
- შოკოლადის ვაფლის ფირფიტები 2 ცალი
- ნაღები 33% 500გ
- შესქელებული რძე 1 ქილა
მომზადება
- ღრმა ჯამში ჩაასხით ნაღები და ათქვიფეთ ამოფუებამდე.
- დაახლოებით 4 წუთი.
- ათქვეფილ ნაღებს დაუმატეთ 1 ქილა შესქელებული რძე.
- ათქვიფეთ 2 წუთი.
- სწორ ზედაპირზე მოათავსეთ საკონდიტრო წრე, ან ნებისმიერი უძირო ფორმა.
- გვერდები ამოფინეთ პეგამენტით, ხოლო თვითონ ფორმაში მოათავსეთ ვაფლი.
- ზემოდან გადაანაწილეთ ნაღების მასა.
- დააფარეთ მეორე ფენა ვაფლი.
- მიღებული ნაყინი შეინახეთ 5-7 საათი მაცივარში.
- უგემრიელესი ნაყინი მზად არის!
გემრიელად მიირთვით!